ოფიციალური მონაცემებით, ავიაკატასტროფას ბრაზილიაში 61 ადამიანი ემსხვერპლა

10.08.24 09:43
ოფიციალური მონაცემებით, ავიაკატასტროფას ბრაზილიაში 61 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას ბრაზილიის ქალაქ საო პაულოში 61 ადამიანი ემსხვერპლა - განახლებულ ინფორმაციას ავიაკომპანია Voepass ავრცელებს. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 62 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ავიაკომპანიამ დააზუსტა, რომ ბორტზე 57 და არა 58 მგზავრი იმყოფებოდა.

"ამ დროისთვის, Voepass Linhas Aéreas პრიორიტეტს ანიჭებს შეუზღუდავი დახმარების გაწევას მსხვერპლთა ოჯახებისთვის და ეფექტურად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან ავარიის მიზეზების გამოსაძიებლად", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები