აშშ უკრაინას დამატებით 125 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

10.08.24 09:53
აშშ უკრაინას დამატებით 125 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას $125 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - შესაბამისი განცხადება დღეს, 9 აგვისტოს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა

ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი დახმარების ახალი ტრანში უკრაინას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე აშშ-ს არსებული მარაგის შემცირებასა და შემცირებული აღჭურვილობით მოკავშირეთა მომარაგებას ითვალისწინებს. 

 ეს უკვე სამოცდამესამე ტრანშია.

ახალი პაკეტით გათვალისწინებულ აღჭურვილობაში, მათ შორის, HIMARS-ის სისტემის საბრძოლო მასალა, Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და Stinger-ის რაკეტები შედის. 

გადასაცემ დანადგარებს შორის არის:

  • Stinger-ის ტიპის რაკეტები;
  • HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა; 
  • 155 და 105-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
  • მრავალდანიშნულებიანი რადარები;
  • TOW-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;
  • Javelin-ისა და AT-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
  • HMMWV-ს ტიპის მაღალმობილური მრავალმიზნობრივი მანქანები;
  • მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები;
  • ასაფეთქებელი აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები;
  • სათადარიგო ნაწილები და დამხმარე აღჭურვილობა, მომსახურება, წვრთნები და ტრანსპორტირება.

"შეერთებული შტატები დაახლოებით 50 წევრ ქვეყანასთან და ალიანსის პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაცი დამცველები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი საშუალებებით მოამარაგოს". - წერია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.