რუსეთში Signal-ი დაიბლოკა

რუსეთში აპლიკაცია Signal დაიბლოკა - შეზღუდვა რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის განკარგულებით ამოქმედა.
სიგნალი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაციად ითვლება. აღნიშნული აპლიკაცია ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, ტექსტური შეტყობინებებისა თუ ზარებისთვის, ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, შესაბამისად, სპეცსამსახურებს მომხმარებელთა კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალიან უჭირთ.
"Signal-ზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო. ეს აუცილებელია მესენჯერის ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.