უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

10.08.24 10:05
უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 14 ადამიანამდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ავრცელებს.

ვადიმ ფილაშკინის თქმით, დაჭრილია კიდევ 43 პირი.

ირკვევა, რომ დაღუპულებს შორის სამი ბავშვია და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა კი მძიმეა. 

"ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის ადგილას, რუსების მიერ განხორციელებული ტერორის კიდევ ერთი აქტი" - წერდა ფილაშკინი ტელეგრამით.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს შეტევა ტერორისტულ თავდასხმის ტოლფასია.

"რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტზე და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად" - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.