რუსებმა კურსკში აფხაზი და ოსი მოხალისეები გადაისროლეს

კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული არმიის შეტევა ამ დრომდე გრძელდება, აფხაზი და ოსი "მოხალისეები" გადაისროლეს.
დივიზიას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში რუსულ მხარეს იბრძოდა, აფხაზი ახრა ავიძბა უდგას სათავეში.
"უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქის დახმარებისკენ მოგვიწოდა. ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და უკვე ადგილზე ვიმყოფებით" - ნათქვამია "დონ ბასის ველური დივიზიის" განცხადებაში.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა ოსურმა ბატალიონმა "სარმათმა".
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
კურსკის ოლქში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკრაინის არმია რუსეთში, სუჯის რაიონულ ცენტრში 6 აგვისტოს შევიდა. 9 აგვისტოს რილსკის მიმდებარედ უკრაინელებმა რუსეთის მსხვილი სამხედრო კოლონა გაანადგურეს.
კადრებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ი სულ მცირე 14 განადგურებული სამხედრო სატვირთო მანქანა ჩანს, რომელთა ძარებზეც დახოცილი რუსი ჯარისკაცების ცხედრებია.
რუსი სამხედრო კორესპონდენტების თქმით, ამჟამად ბრძოლები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან 30 კმ–ის მანძილზე მიმდინარეობს. უკრაინელებს რუსეთის კურსკის ოლქში 9 დასახლებული პუნქტი აქვთ დაკავებული.