პუტინის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა

10.08.24 11:45
პუტინის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა

პუტინის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

რეჟიმი ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში ამოქმედა. 

„ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“, - წერს რუსული გამოცემა.

კურსკის ოლქში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკრაინის არმია რუსეთში, სუჯის რაიონულ ცენტრში 6 აგვისტოს შევიდა. 9 აგვისტოს რილსკის მიმდებარედ უკრაინელებმა რუსეთის მსხვილი სამხედრო კოლონა გაანადგურეს.

კადრებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ი სულ მცირე 14 განადგურებული სამხედრო სატვირთო მანქანა ჩანს, რომელთა ძარებზეც დახოცილი რუსი ჯარისკაცების ცხედრებია.

რუსი სამხედრო კორესპონდენტების თქმით, ამჟამად ბრძოლები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან 30 კმ–ის მანძილზე მიმდინარეობს. უკრაინელებს რუსეთის კურსკის ოლქში 9 დასახლებული პუნქტი აქვთ დაკავებული.