reuters: ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის
reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის. გამოცემა ევროპული სადაზვერვო წყაროებს ეყრდნობა.
Reuters-ის ცნობით, Fath-360-ისა დ Abibal-ის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ რუსეთის წარმომადგენლები თეირანს სავარაუდოდ 2023 წლის დეკემბერში შეუთანხმდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ირანში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
Fath-360-ის სისტემა 120 კმ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უშვებს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.