უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს - ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინელებს ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს - ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.
ლუკაშენკოს თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საუბარი უპილოტო საფრენ აპარატებზეა.
გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.