"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლესი რუსული ტანკები რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ" - მედვედევი გერმანიას ემუქრება
რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გერმანიას ემუქრება - რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ შესაძლოა, ბერლინის ცენტრში, რაიხსტაგთან რუსული ტანკები გამოჩნდნენ.
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა რევანშისტული სტატია, რომელშიც ამაყად აცხადებს გერმანული ტანკების რუსეთის მიწაზე დაბრუნების შესახებ, საპასუხოდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლესი რუსული ტანკები რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ."- წერს მედვედევი.
ცნობისთვის, Bild-ის სტატიაში, რომელსაც მედვედევი ტვიტში ახსენებს, კურსკის რეგიონში უკრაინის სამხედრო მოქმედებებზე წერია.