უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის გაზის კოშკურაზე თავდასხმა განახორციელა
უკრაინის საზღვაო ძალები და მთავარი სადაზვერვო სამმართველო თავს დაესხნენ გაზის კოშკურას, სადაც რუსებმა წინა დღით სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა განათავსეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ძალების წარმომადგენელი დიმიტრი პლეტენჩუკი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ "ოკუპანტებმა გამოიყენეს ეს მდებარეობა GPS-ის გაყალბებისთვის, რათა სახიფათო ყოფილიყო სამოქალაქო გადაზიდვები", რასაც უკრაინა ვერ დაუშვებდა.
ასე რომ, დამარცხებამდე ნახევარი დღით ადრე, მტერმა ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები პლატფორმაზე გადააგდო. იქ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყო. პლატფორმა არ ასრულებდა სტანდარტულ ფუნქციას.
უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო და საარტილერიო ჯარები - ყველაზე სერიოზული ბიჭები არიან", - ამბობს პლეტენჩუკი.
მოვლენებს ასეთ განვითარებას რუსი დიქტატორი ვერც წარმოიდგენდა. რუსული ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული, კურსკის ოლქი კი უკრაინის კონტროლქვეშ არის. ამ წუთებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ ქალაქებს უტევენ. ომის სცენარი რადიკალურად შეცვლილია. რუსები სახლებს ტოვებენ და გარბიან, უკრაინა კი საათობრივად მიიწევს წინ ახალ დასახლებულ პუნქტებს იკავებს. რამდენიმე დღეში უკრაინის ელიტარული არმიის ათას-კაციანმა შემადგენლობამ ჯამში 100 კვადრატულ კილომეტრზე შეძლო ფრონტის ხაზის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთი რამ კი რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.