ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - არის მსხვერპლი

11.08.24 10:47
ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - არის მსხვერპლი

11 აგვისტოს ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.


 

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები - 35 წლის მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი შეეწირნენ. ისინი შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს გარდაცვლილები იპოვეს“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

დღეს ღამით, ბროვარის რაიონში, კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბავშვი,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში.