საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათენთან ახლოს მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

12.08.24 09:55
საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათენთან ახლოს მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

საბერძნეთში ტყის ხანძრები მძინვარებს. ათენთან ახლოს მდებარე ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საუბარია 30 ათასზე მეტ მცხოვრებზე. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. მუშაობს 20-მდე სახანძრო თვითმფრინავიც.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლმა ათენიდან 35 კილომეტრში, სოფელ ვარნავამდე მიაღწია.