კურსკში შეჭრის გამო, რუსეთი, სავარაუდოდ, კიევზე მასობრივ სარაკეტო თავდასხმას ამზადებს - The Times
კურსკის ფრონტზე წარუმატებლობის გამო რუსეთი, სავარაუდოდ, კიევზე მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება. ამის შესახებ The Times წერს.
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ირიბად აღიარა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. შაბათს მან თქვა, რომ უკრაინას ომი „აგრესორის ტერიტორიაზე გადააქვს".
უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსანმა The Times-ს განუცხადა, რომ უკრაინა რუსეთისგან აგრესიულ პასუხს ელის. კერძოდ, მისი თქმით, რუსებმა შესაძლოა სცადონ თავდასხმა უმაღლეს რადასა და სხვა სამთავრობო შენობებზე.
რუსეთი გრძნობს, რომ უნდა გასცეს ძალიან მკაცრი პასუხი, რაღაც გრანდიოზული, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის ყოვლისშემძლეა და რომ რაღაც კურსკის მსგავსი დაუსჯელი არ დარჩება, - თქვა წყარომ.
Times-ის წყარო თვლის, რომ რუსეთის თავდასხმა კურსკის რეგიონზე საპასუხოდ, სავარაუდოდ, ოთხზე მეტ რაკეტას მოიცავს.
მათ უკრაინის მიმართულებით შესაძლოა, ასობით რაკეტა გამოუშვან. საუბარია ფრთოსან, ბალესტიკურ რაკეტებსა და შაჰიდებზე. ეს შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის, თუმცა მჯერა, რომ მათ შეჩერებას შევძლებთ, - თქვა წყარომ.