უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს

12.08.24 12:10
უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. დატყვევებული სამხედროები ახმატიდან არიან. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტი Хочу жить ავრცელებს.

რეიდერების ჯგუფმა ეს კადიროველები საზღვრის უკანა ნაწილში დაიჭირეს. მათი თქმით, ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები ტყვედ არ ბარდებიან." – წერია Хочу жить-ის აღწერაში.

მსგავსი სიახლეები