უკრაინელები კურსკში დარჩენას გრძელვადიანად გეგმავენ - Forbes

12.08.24 12:20
უკრაინელები კურსკში დარჩენას გრძელვადიანად გეგმავენ -  Forbes

კურსკის რეგიონში შეტევის მე-6 დღეს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ უკრაინელები იქ გრძელვადიანად დარჩენას გეგმავენ. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ უკრაინელებმა იქ სანგრების გათხრა დაიწყეს. 

უკრაინელები თხრიან თხრილებს, თხრიან არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ან მის მახლობლად. სნაგრებს თხრიან რუსებიც,  - ნათქვამია სტატიაში.

ის ფაქტი, რომ ორივე მხარე აძლიერებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა შეტევა დაასრულეს. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების უკან დაბრუნება საზღვრამდე, - ამბობენ ანალიტიკოსები.