ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

12.08.24 14:16
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

მიზეზად მან საზღვრის მახლობლად უკრაინელი სამხედროების გადაადგილება დაასახელა.

განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია.

მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო ნაღმტყორცნებიდან ორჯერ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი