უკრაინაში ენერგეტიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე კორუფციის ბრალდებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს
უმაღლეს რადაში უკრაინის მთავრობის მუდმივი წარმომადგენლის, ტარას მელნიჩუკის ინფორმაციით, ენერგეტიკის მინსტრის ერთ-ერთი მოადგილე, ოლეკსანდრ ხეილი კორუფციის ბრალდებით თანამდებობიდან მოხსნეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება 12 აგვისტოს სხდომაზე მიიღეს.
მანამდე, უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების შედეგად “ფართო მასშტაბის კორუფციული სქემა” გამოვლინდა.
არსებული ინფორმაციით, პირმა, რომლის ვინაობაც დაკონკრეტებული არ არის, $500 000-ის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, დონეცკის ოლქში, სადაც აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ოკუპანტების წინააღმდეგ, სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ქვანახშირის მომპოვებელ კომპანიებს მუშაობის უფლება მისცა.