კურსკის რეგიონზე უკრაინის ჯარების მოულოდნელმა თავდასხმამ პუტინი შოკში ჩააგდო - Bild
კურსკის რაეგიონზე უკრაინის ჯარების მოულოდნელმა თავდასხმამ რუსეთის მმართველი და სამხედრო ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაუღალავად ახორციელებენ ზეწოლას მტერზე დრონებით, რაკეტებითა და არტილერიით. რუსები იძულებულნი გახდნენ, ადგილზე დამატებითი ძალები მოებილიზებინათ, მაგრამ ამან მათ ვერ უშველა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კურსკის რეგიონში ზედიზედ რამდენიმე დღეა ქაოსი სუფევს. რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის სავარაუდო წარმატებით და ნებაყოფლობით ევაკუაციის შესახებ.
უკრაინის უშიშროების ოფიციალური პირების წყარომ გამოავლინა, რომ ოპერაცია კურსკის რეგიონში მიზნად „რუსეთის დესტაბილიზაციას“ ისახავს.