უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს - ალექსეი სმირნოვი

12.08.24 17:22
 უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს - ალექსეი სმირნოვი

“ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“,- ამის შესახებ კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა

როგორც სმირნოვმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.

მისივე თქმით, უკრაინის შეტევების შედეგად 12 მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.