მაჰმუდ აბასი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

13 აგვისტოს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მხარეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.