ავსტრალიაში ვერტმფრენი სასტუმროს შეეჯახა - დაღუპულია პილოტი
ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ კეირნსში სასტუმრო Hilton-ს ვერტმფრენი შეეჯახა, რის შედეგადაც შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად პილოტი ადგილზე გარდაიცვალა.
ხანძრის დროს სასტუმროში ევაკუაცია გამოცხადდა.
ავსტრალიური მედიის ცნობით, ვერტმფრენი მოპარული იყო. ავსტრალიის პოლიციის ცნობით, ვერტმფრენი ანგარიდან "არაავტორიზებული ფრენისთვის" გამოიყვანეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.