კურსკში უკრაინელთა წინსვლის მასშტაბებზე საუბრისას პუტინმა გუბერნატორს სიტყვა შეაწყვეტინა

12.08.24 19:11
კურსკში უკრაინელთა წინსვლის მასშტაბებზე საუბრისას პუტინმა გუბერნატორს სიტყვა შეაწყვეტინა

12 აგვისტოს, კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე, როდესაც ალექსეი სმირნოვმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის მასშტაბებზე დაიწყო საუბარი,  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მას სიტყვა შეაწყვეტინა.

სმირნოვი ამბობდა, რომ “სიტუაცია ისევ რთულადაა. უკრაინელები რეგიონში 12 კილომეტრის სიღრმეზე არიან, ფრონტის ხაზი 40 კილომეტრის სიგანისაა.“

მომისმინეთ, ალექსეი ბორისოვიჩ, სიღრმისა და სიგანის შესახებ თავდაცვის სამინისტრო შეგვატყობინებს. თქვენ გვითხარით სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და როგორ ეხმარებიან ხალხს", - უთხრა პუტინმა.

ცნობისთვის, ამავე სხდომაზე სმირნოვმა თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინის შეტევების შედეგად 12 მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.