პუტინის კოშმარი გრძელდება - უკრაინელების შეტევის ფონზე მოსკოვში დიდი პანიკაა ატეხილი

12.08.24 20:00
პუტინის კოშმარი გრძელდება - უკრაინელების შეტევის ფონზე მოსკოვში დიდი პანიკაა ატეხილი

პუტინის დაუსრულებელი კოშმარი - მოსკოვში დიდი პანიკაა. რუსი დიქტატორი დღეს პირდაპირ ეთერში ცილობდა, კურსკის გუბერნატორის გაჩუმებას, რომელიც ოლქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. სურათი კი პუტინისტის მართლაც უმძიმესია. ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე 700 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. 28 დასახლებულ პუნქტზე კი უკრაინული დროშა ფრიალებს. 

პუტინი არ მალავს, რომ უკრაინელების შეტევა მხოლოდ კურსკით არ შემოიფარგლება. რუსეთში უკრაინელები სანგრებს თხრიან და დაკავებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. დამატებითი ძალების გადასროლის მიუხედავად, კრემლი კურსკის ოლქში ვითარებას ვერ ცვლის და ტერიტორიებს საათობრივად კარგავს. დღეს ევაკუაცია ბელგოროდშიც გამოცხადდა, საიდანაც ათასობით ადგილობრივი უკვე გაიყვანეს.

როგორია ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან - ლიკა ჯანყარაშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.