რუსეთის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის - სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრსარდლის, ალექსანდრ სირსკის ცნობით, რუსეთის ფედერაციის, დაახლოებით, 1 000 კმ² უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ არის.
ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
პუტინის დაუსრულებელი კოშმარი - მოსკოვში დიდი პანიკაა. რუსი დიქტატორი დღეს პირდაპირ ეთერში ცილობდა, კურსკის გუბერნატორის გაჩუმებას, რომელიც ოლქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. სურათი კი პუტინისტის მართლაც უმძიმესია. 28 დასახლებულ პუნქტზე უკრაინული დროშა ფრიალებს.
პუტინი არ მალავს, რომ უკრაინელების შეტევა მხოლოდ კურსკით არ შემოიფარგლება. რუსეთში უკრაინელები სანგრებს თხრიან და დაკავებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. დამატებითი ძალების გადასროლის მიუხედავად, კრემლი კურსკის ოლქში ვითარებას ვერ ცვლის და ტერიტორიებს საათობრივად კარგავს. დღეს ევაკუაცია ბელგოროდშიც გამოცხადდა, საიდანაც ათასობით ადგილობრივი უკვე გაიყვანეს.