„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია, დასასრულიც კურსკი იქნება - ზელენსკი

13.08.24 10:15
„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია, დასასრულიც კურსკი იქნება - ზელენსკი

„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისია, დასასრულიც კურსკი იქნება -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს და "ეს ყოველთვის ემართებათ მათ, ვისაც სძულთ ადამიანები".

ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ უკრაინა და რა დაგვეხმარება სამართლიანობის მიღწევაში. ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ -  24 წლის წინ იყო „კურსკის“ კატასტროფა – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა ჩვენ ვხედავთ, რა იქნება მისთვის დასასრული – ისევ კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის ემართებათ მათ, ვისაც სძულთ ადამიანები და ნებისმიერი კანონი. უკრაინას მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ მშვიდობას.  უკრაინა აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის, კერძოდ, ის ტერიტორიები, საიდანაც რუსეთმა სუმის რეგიონზე თავდასხმები დაიწყო. პირველი ივნისის შემდეგ იყო თითქმის 2100 თავდასხმა, ამიტომ ჩვენი ოპერაციები მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების, საზღვრის ტერიტორიის რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების საკითხია", - ამბობს ზელენსკი.