ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ბაიდენის პოლიტიკის ბრალია
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ცდილობდა, რუსეთის პრეზიდენტი დაერწმუნებინა, უარი ეთქვა უკრაინაში შეჭრაზე.
როგორც ტრამპმა მილიარდერ ელონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჯო ბაიდენის პოლიტიკის გამო მოხდა. მისი თქმით, ბაიდენმა დაიწყო საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, რამაც კრემლის მეთაურს უკრაინაში შეჭრისკენ უბიძგა.
ბაიდენმა სისულელეები ილაპარაკა. მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინა შეიძლება იყოს ნატოს წევრი, მაგრამ რუსეთის ფედერაცია ამას არასდროს დათანხმდება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, უკრაინაში ომის დაწყების ნულოვანი შანსი იქნებოდა, - თქვა ტრამპმა.
მან თქვა, რომ „უკრაინას ახლა არ ჰყავს საკმარისი კაცები“ საბრძოლველად, ამიტომ ქვეყანა ომში „ძალიან ახალგაზრდებს ან ძალიან მოხუცებს“ უშვებს.
ტრამპის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პუტინთან დიალოგს დაიწყებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მისი პატივისცემითაც სარგებლობდა.
ტრამპის ინტერვიუს მასკთან ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოეხმაურა.
„ორი ყველაზე ცუდი ადამიანი, რომელსაც იცნობთ, ახლა ეთერშია“, - ნათქვამია კომენტარში.
ჰარისმა მასკს "ტრამპის ლაკეი" უწოდა, რომელიც ავრცელებს თავის ბოროტ იდეებს მილიონობით აუდიტორიაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებსაიტის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბერში გაიმართება.