ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა

13.08.24 12:25
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა - ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, ათასამდე ადამიანი დროებითი განსახლების ცენტრებში იმყოფება. 

ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, - განაცხადა მან.

შეგახსნებეთ, რომ გუშინ, გუბერნატორმა გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. მოგვიანებით ლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე შესასვლელი ჩაკეტა. 

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე 700 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. 28 დასახლებულ პუნქტზე კი უკრაინული დროშა ფრიალებს. 

პუტინი არ მალავს, რომ უკრაინელების შეტევა მხოლოდ კურსკით არ შემოიფარგლება. რუსეთში უკრაინელები სანგრებს თხრიან და დაკავებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. დამატებითი ძალების გადასროლის მიუხედავად, კრემლი კურსკის ოლქში ვითარებას ვერ ცვლის და ტერიტორიებს საათობრივად კარგავს. გუშინ ევაკუაცია ბელგოროდშიც გამოცხადდა, საიდანაც ათასობით ადგილობრივი უკვე გაიყვანეს.