უკრაინული ჯარები უკვე კურსკის 40 დასახლებას აკონტროლებენ - ვითარება ფრონტის ხაზზე

13.08.24 13:30
უკრაინული ჯარები უკვე კურსკის 40 დასახლებას აკონტროლებენ - ვითარება ფრონტის ხაზზე

უკრაინული ჯარები უკვე კურსკის 40 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინამ ფრონტის ხაზის გადატანა 50 კმ-ის სიღრმეში მოახერხა. ბრძოლების ეპიცენტრი ახლა ქალაქი სუჯაა, რომლის ერთ ნაწილში უკრაინელები, ხოლო მეორე ნაწილში რუსები არიან გამაგრებულები. ტელრგამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე მოქმედებებში ქართველი მებრძოლებიც არიან ჩართულები. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კურსკში არსებულმა ვითარებამ შესაძლოა, ომის ტრაექტორია სრულად შეცვალოს. მათი თქმით, რუსეთი საზღვრის პირა რეგიონებში ამ ტიპის შეტევებისთვის მზად არ იყო. 

კურსკში იმყოება რადას დეპუტატიც, რომელიც ადგილიდან ვიდეომასალას ავრცელებს.

ახლა რუსეთის ფედერაციაში ვარ. ბოდიში, რომ ნებართვის გარეშე მაინც წამოვედი აქ ჩვენს თავადაცვის ძლაებთან ერთად და შემდეგ დავწერ განცხადებას მივლინებისთვის, - ამბობს დეპუტატი ვიდეომასალაში. 

აი, მეგობრებო, მოკლედ გეტყვით, ჩვენ ახლა სუჯაში ვართ, რომელიც უკვე ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. ეს ქალაქის ცენტრია. სად არიან რუსი ჯარისკაცები? ვინც გეტყვით, რომ სუჯა ისევ რუსებისაა, ეშმაკებისკენ გაუშვით, - ამბობს უკრაინელი მებრძოლი.