თურქეთში 18 წლის ახალგაზრდამ 5 ადამიანი დანით და ნაჯახით დაჭრა

13.08.24 14:37
თურქეთში 18 წლის ახალგაზრდამ 5 ადამიანი დანით და ნაჯახით დაჭრა

თურქეთში, ქალაქ  ესქიშეჰირში, 18 წლის ახალგაზრდამ  დანითა და ნაჯახით ხუთი ადამიანი დაჭრა.

თურქული მედიის ცნობით, მას კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმა ეცვა, ეკეთა სათვალე, ნიღაბი, ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, გულზე დამაგრებული ჰქონდა ნაცისტური ემბლემა. 

თავდასხმის დროს, კაცს ჩაფხუტზე დამაგრებული ჰქონდა კამერა და ფაქტს სოციალურ ქსელ „იქსში“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები