ხორვატიის მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ

03.08.21 10:21
ხორვატიის მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ

ხორვატიის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკელი ტვიტერზე წერს.

დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი, რომელიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება, აღიარებს ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს პროგრამის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.  ჩვენ ველოდებით ამერიკასა ხორვატიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას", - წერს ბლინკენი.