უკრაინამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევრო მიიღო
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ცნობით, ომში ჩართულმა ქვეყანამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევრო მიიღო.
შმიგელმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს.
უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.