ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 6 ბავშვი დააბრუნეს

13.08.24 18:38
ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 6 ბავშვი დააბრუნეს

ექვსშვილიანმა უკრაინელმა ოჯახებმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების დატოვება მოახერხეს.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველმა, დიმიტრო ლუბინეცმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა.

უკრაინელი მშობლები ჰყვებიან, რომ მათ შვილებს აიძულებდნენ იმ რუსულ სკოლებში ესწავლათ, რომლებშიც უკრაინელ ბავშვებს აგრესორი ქვეყნის დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება უწევდათ.

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებზე ასევე მუდმივ ზეწოლას ახდენდნენ რუსული საიდენტიფიკაციო საბუთების ასაღებად. ამასთან ერთად, სახლებში ხშირად ატარებდნენ უსაფუძვლო ჩხრეკასაც.

უსამართლობის, შეზღუდულობის შეგრძნება და იმის გააზრება, თუ რა მომავალი ელის ბავშვებს წამოსვლის გადაწყვეტილებისთვის ბიძგის მომცემი გახდა.ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან წამოსული ოჯახები ახლა უსაფრთხოდ არიან", -  წერს ომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინაში 23 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა, მათ შორის, სამი ობოლი.