კურსკის ოლქში 40-მდე დასახლებას უკრაინელები აკონტროლებენ - პუტინი პანიკაშია

პუტინის შიში მართლდება. რუსი დიქტატორი ასეთი სცენარისთვის მზად არ იყო. კურსკის ოლქში მიმდინარე წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთში შესაძლოა, ახალი ფრონტის ხაზი გაიხსნას. მანამდე კი კურსკიდან კრემლი უმძიმეს ცნობებს იღებს. 40-ზე მეტი დასახლება უკრაინელების ხელშია, ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ არის აყვანილი. მათ შორის კადიროვის ნაქები მებძოლებიც.
ერთკვირიანი დუმილის შემდეგ კიევმა კურსკის ოპერაციის დეტალები გათქვა. რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მიზანი პუტინისთვის მოულოდნელი ზიანის მიყენება იყო, თუმცა ამოცანა შეიცვალა და ახლა მტრის ტერიტორიის დაპყრობა დგას დღის წესრიგში. ამ ამოცანასაც უკრაინის არმია წარმატებით ახორციელებს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე 50 კილომეტრშია შეჭრილი და ახალი დასახლებების აღებას განაგრძობს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.