უკრაინა: კიევს კურსკის ტერიტორიის აღების ინტერესი არ გააჩნია, ჩვენი ხალხის დაცვა გვსურს
"უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, არ ისწრაფვის უცხო ტერიტორიების დაპყრობისკენ. უკრაინის მხარე არ არის დაინტერესებული კურსკის რეგიონის ტერიტორიების მითვისებით. ჩვენი მიზანი ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნებაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა
მისი თქმით, რუსეთმა ზაფხულის დასაწყისიდან უკრაინის მიმართულებით კურსკისა და სუმის ტერიტორიებიდან 2000-ზე მეტი დარტყმა განახორციელა.
ეს არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არტილერია, დრონები, 250 ფრთოსანი ბომბა, ასზე მეტი რაკეტა…
სამწუხაროდ, უკრაინას საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს ხელმისაწვდომი იარაღით ამ ტერორისგან თავის დასაცავად შორი მანძილის დარტყმებისთვის - ჯერ არ არის შესაბამისი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ მოვითხოვთ. ასე რომ, არსებობს ამ სასაზღვრო ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების საჭიროება, რომლებიც თავს ესხმიან უკრაინას ან თავშესაფარს აძლევენ უკრაინის წინააღმდეგ ტერორს. გავაგრძელებთ ამის კეთებას, როგორც საჭიროდ ჩავთვლით, რათა უზრუნველ იყოს უსაფრთხოება და უკრაინის დაცვა”, - განაცხადა ტიხიმ.