რუსეთმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს - Bloomberg

13.08.24 20:19
რუსეთმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს - Bloomberg

Bloomberg,  წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა, არმიაში ჯარისკაცების დეფიციტის გამო, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს.

კრემლთან დაახლოებული წყაროს ცნობით, რუსული არმია ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ჩანაცვლებას ახალი სამხედროებით ვერ ახერხებს, თან იმ ფონზე, როცა მსხვერპლი საკმაოდ დიდია.

სწორედ ამ ვითარებამ შესაძლოა, აიძულოს რუსეთი გამოაცხადოს მობილიზაციის ახალი ტალღა.

გამოცემა ასევე დასძენს, რომ უკრაინის შეჭრამ კურსკის რეგიონში, რომელსაც რუსეთის  მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ შეხვდა, ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც ომში კრემლი აწყდება.

რუსეთის წარუმატებლობამ უკრაინის თავდასხმის მოგერიების დროს გამოავლინა მისი თავდაცვითი რეზერვების ნაკლებობა. მოსკოვს ჰყავს ასობით ათასი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც მას ემუქრება მზარდი მსხვერპლი და ბრძოლა ძირითადად ჩიხშია,"  - წერს გამოცემა.

წყაროს თქმით, რუსული დანაკარგების მასშტაბები და ჩანაცვლების არასაკმარისი დონე, ომის სტრატეგიის შენარჩუნებას სულ უფრო ართულებს.

ჩვენ აღარ ვსაუბრობთ კიევისა და სხვა ქალაქების აღებაზე, რადგან რუსეთს არ აქვს საკმარისი ცოცხალი ძალა“, -  განუცხადა Bloomberg-ს წყარომ.

 

მსგავსი სიახლეები