მედვედევის მუქარა - “უკრაინა დამსახურებულ სასჯელს მიიღებს“

13.08.24 20:32
მედვედევის მუქარა - “უკრაინა დამსახურებულ სასჯელს მიიღებს“

“კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების თავდასხმისთვის, უკვე გაცემულია შესაბამისი შეფასება უკრაინელი სამხედროების ქმედებებზე  და უკრაინა დაისჯება“- ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.

დიმიტრი მედვედევმა ასევე დასძინა, რომ ეს სასჯელი უკრაინის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის იქნება.

უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტი განახორციელა. ისინი, რა თქმა უნდა, მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს იმის გამო, რაც გააკეთეს", - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციას ახორციელებენ და ამ დროისთვის, ისინი რუსეთის დაახლოებით 1 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები