აფხაზეთის ომიდან 32 წელი გავიდა

14.08.24 10:01
აფხაზეთის ომიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომიდან 32 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. ომი 13 თვეს გაგრძელდა. 93 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიღუპა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა 10 000-მდე პირი. 300 000-ზე მეტი მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რეგიონი დღემდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მსგავსი სიახლეები