"სიგიჟეა" - რუსი ოლიგარქი პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
რუსი ოლიგარქები პუტინს უპირისპირდებიან. მილიარდერი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ უკრაინაში წამოწყებული ომი სიგიჟეა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. იაპონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში დერიპასკა ამბობს, რომ საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები იხარჯება, რაც არასწორია.
ეს არის, პრაქტიკულად, პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის სამთავრობო ელიტისთვის კარგად ცნობილი კაცი რუსეთისთვის არამეგოგობრულად განწყობილ იაპონიაში მსგავს განცხადებას აკეთებს და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დერიპასკა ამ ზომამდე უკრაინის კონტრიერიშმა და რუსეთში შეჭრამ მიიყვანა.