BBC: აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.
გამოცემა იტყობინება, რომ მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 450 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი ასევე გავრცელდა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში.