უკრაინამ ინიციატივა ხელში ჩაიგდო - ზელენსკი

უკრაინამ ხელში ჩაიგდო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფრონტის თითოეულ მიმართულებას, განსაკუთრებით კურსკის ოლქს, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას დიდი ყურადღება ექცევა.
ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, რაც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: ხელში ჩაიგდო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს ასე იქნება. რაც უფრო მეტად განადგურდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სასაზღვრო ტერიტორიებზე, მით უფრო მოუახლოვდება მშვიდობა და და რეალური უსაფრთხოება ჩვენს სახელმწიფოს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და აგებს კიდეც", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.