ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს - ბაიდენი კურსკში უკრაინელების შეტევაზე

ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს - ასე ეხმაურება კურსკში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუდმივ კავშირში არიან უკრაინელებთან.
„ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტში ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.
უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.