რუსეთს კურსკის რეგიონში ძალების გადასასროლად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს - WSJ

14.08.24 10:41
რუსეთს კურსკის რეგიონში ძალების გადასასროლად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს - WSJ

რუსეთს კურსკის ოლქში ძალების გადასასროლად ჯარების ნაწილი უკრაინიდან გამოჰყავს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელი ოფიციალური პირების წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების შეჭრამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება მოახდინა. 

გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს ამ რუსული  ნაბიჯის მნიშვნელობა და არ დააკონკრეტეს, თუ რამდენ სამხედროს გადაჰყავს რუსეთი უკრაინის ფრონტიდან კურსკში.

ამავდროულად, Politico Europe კიევის ოფიციალური პირს ციტირებს და წერს, რომ კურსკის რეგიონში შეჭრის საპასუხოდ უკრაინიდან  რუსული ქვედანაყოფების "შედარებით მცირე" რაოდენობა გაიყვანეს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ჟურნალს განუცხადეს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი ჯარისკაცი გაჰყავს რუსეთს უკრაინიდან.

მსგავსი სიახლეები