ჩვენი კონტროლის ქვეშ უკვე 74 დასახლებული პუნქტია - სირსკი
ჩვენი კონტროლის ქვეშ უკვე 74 დასახლებული პუნქტია - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა.
სირსკის თქმით, უკრაინის ჯარებმა ცალკეული მიმართულებით ერთიდან სამ კილომეტრამდე წაიწიეს წინ.
შეიარაღებული ძალების ჯგუფები აგრძელებენ ოპერაციებს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა ცალკეული მიმართულებით ერთიდან სამ კილომეტრამდე წაიწიეს წინ. ჩვენ ავიღეთ კონტროლი 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეს ჩვენი კონტროლის ქვეშ არის უკვე 74 დასახლებული პუნქტი. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გათვალისწინებით, კონტროლს ექვემდებარება.
უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს.