რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სავასლეიკას სამხედრო აეროდრომზე დრონებით იერიშები განხორციელდა
გამთენიისას რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სავასლეიკას სამხედრო აეროდრომში, საიდანაც მიგ-31 გამანადგურებლები ფრინდებიან, აფეთქებების ხმა გაისმა.
რუსული მედიის ცნობით, დილით ადგილობრივმა მოსახლეობამ ველეტმასა და სავასლეიკას დასახლებების თავზე დრონები შენიშნეს. "ასტრა" წერდა, რომ ამ სოფლების მახლობლად მდებარეობს სავასლეიკას სამხედრო აეროდრომი. ღია მონაცემებით, იქ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საავიაციო პერსონალის მომზადებისა და სამხედრო გამოცდების მე-4 სახელმწიფო ცენტრის ფილიალია განთავსებული.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს სავასლეიკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე 10 დარტყმა განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღამით მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონში 117 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 რაკეტა გაანადგურეს.