იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

14.08.24 12:30
იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს. ფუმიო კიშიდა სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება.

მისი თქმით, პოლიტიკას ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია.
ფუმიო კიშიდა იაპონიის ქვეყნის პრემიერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. ოპონენტები მას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.