CNN: ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

14.08.24 14:08
CNN: ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის  გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის გადაყენებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ხუთმა მხარი დაუჭირა. 

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა სრეტა ტავისინმა, თანამდებობაზე წარსულში  ნასამართლევი ყოფილი ადვოკატი დანიშნა, რითაც  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუცია დაარღვია. 


 

მსგავსი სიახლეები