უკრაინელი ჟურნალისტები კურსკის ოლქში პირველად შევიდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებენ ადგილიდან

14.08.24 14:22
უკრაინელი ჟურნალისტები კურსკის ოლქში პირველად შევიდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებენ ადგილიდან

უკრაინელი ჟურნალისტები კურსკის ოლქის იმ ნაწილშ შევიდნენ, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ. რეპორტიორი ნატალია ნაგორნაია ადგილიდან ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ჩამოხსნეს უკრაინელმა სახმეედროებმა რუსეთის დროშა სუჯას ადმინისტრაციული შენობიდან.

რეპორტიორის ცნობით, ქალაქის შესასვლელთან, გზის გასწვრივ, მან დამწვარი რუსული ტექნიკის დაინახა. მისივე ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამ ტერიტორიებზე მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. ეს ხალხი საკუთარ თავს რუსეთის ხელისუფლების მიერ მიტოვებულს უწოდებს.

ნაგორნაიამ განაცხადა, რომ ქალაქ სუჯამ მცირე დაზიანება მიიღო. ნგრევა რუსეთის საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია. ქალაქში მმოზრდილების გარდა ბავშვებიც რჩებიან, მათგან ყველაზე პატარა ანასტასია მხოლოდ ერთი წლისაა.

გმადლობთ, ბიჭებო, რომ თქვენ მაინც არ მიგვატოვეთ. ისინი უბრალოდ წავიდნენ,  ევაკუაციაც არ გამოაცხადეს. უამრავი ადამიანი დარცა საარსებოს გარეშე, საკვების გარეშე, უწყლოდ“, - ჩივიან ადგილობრივები.

მსგავსი სიახლეები