რამდენიმე კილომეტრი წინსვლა და კიდევ ერთი განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა - უკრაინა კურსკში წინ მიიწევს
დამატებით 100 სამხედრო ტყვე, რამდენიმე კილომეტრი წინსვლა და კიდევ ერთი განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა - უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ. ცოტა ხნის წინ გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რუსული სუ 34-ის განადგურების შესახებ. სუჯას დასახლებაში ოპერაცია, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამ ფონზე კი კურსკის ოლქში რუსი სამხედროები ისევ სანგრებს აშენებენ. სავარაუდოდ, პუტინი საკუთარ ქვეყანაში ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის ემზადება. სამუშაოებიი კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან ამ წუთებშიც მიდის.