უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ სუჯაში სამხედრო ოპერაცია დაასრულეს
უკრაინელმა სახმედროებმა ქალაქ სუჯაში სამხედრო ოპერაცია დაასრულეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ვიდეო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქალაქი მტრისგან სრულად გაწმენდილია.
უკრაინის სამხედროები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში. დღის დასაწყისიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ჯარები 1-დან 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ ცალკეული მიმართულებებით. სუჯას დასახლებაში მტრის ძებნა და განადგურება დასრულდა.