უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში რუსეთის ოთხ აეროდრომზე მიიტანეს

15.08.24 10:02
უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში რუსეთის ოთხ აეროდრომზე მიიტანეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში ერთდროულად მიიტანეს - შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს. 

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელების სამიზნე საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი იყო.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, აეროდრომებზე არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავებია ბაზირებული.

14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები - „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“, - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები